ანრი ოხანაშვილი: 10 მაისს ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან

,,პარასკევს, 10 მაისს ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვა ორშაბათს, 13 მაისს იქნება.

,,ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.

ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!”, – წერს ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები