ისრაელის არმიამ რაფაჰში ტერორისტულ ობიექტებზე შეტევა დაიწყო
ისრაელის არმიამ რაფაჰში ტერორისტულ ობიექტებზე მიზანმიმართული შეტევა დაიწყო.
არაბული წყაროების ცნობით, IDF-ის ტანკებმა და ქვეითმა ჯარებმა სამხრეთ ღაზის სექტორში, რაფაჰის რაიონში ღობის გადაკვეთა დაიწყეს.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ომის კაბინეტმა მხარი დაუჭირა რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას.