„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა

„ჰამასის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობებს დათანხმდა.

საუბარია ზავის იმ პირობებზე, რომელიც შუამავლებმა – კატარმა და ეგვიპტემ წარადგინეს.

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კატარსა და ეგვიპტელ შუამავლებს უკვე აცნობეს.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, მათ შორის ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ზავი და არც ისაა ცნობილი, რა ბედი ელოდებათ მძევლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები