ანრი ოხანაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების მუქარა ვერავის შეაშინებს

“შანტაჟი, მუქარა, რომ ან სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე უარს იტყვი ან დაგასანქცირებ – არ ჭრის. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება და შესაბამისად, ვერავითარი მუქარა სანქციების შესახებ, ვერავის ვერ შეაშინებს”, , ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.

”შესაძლებელია, არსებობდეს საკითხები, სადაც პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს და პარტნიორს არ აძლევს უფლებას, რომ უხეშად ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები