იტალიის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ჩავარდა და მოუწოდა დასავლეთს, მეტ ძალისხმევას მიმართოს უკრაინაში ომის დასრულების მიზნით რუსეთის პრეზიდენტთან დიპლომატიური შედეგის მისაღწევად.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გვიდო კროზეტო მიიჩნევს,  დასავლეთს შეცდომით სჯეროდა, რომ მის სანქციებს შეეძლო შეეჩერებინა რუსული აგრესია, მაგრამ მსოფლიოში მათი შედეგი გადაჭარბებულად შეფასდა.

“ამ კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზაა ყველას ჩართვა, რომ ჯერ ზავის მიღწევა მოხერხდეს და შემდეგ მშვიდობის”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები