სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის საკუთარ თავს და აქციის მონაწილეებს იცავდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. დაცვის მხარე გიორგი ოკმელაშვილის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

საქმის წინა სასამართლო პროცესი 4 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები