“მშვიდობის სამიტზე რუსეთი მიწვეული არ არის, თუმცა, მის გარეშე პროცესი წარმოუდგენელია” – შვეიცარიის საგარეო უწყება

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რუსეთი მსოფლიოს გლობალურ სამიტზე, რომელიც ივნისში გაიმართება, მიწვეული არ არის.

შვეიცარიაში გამოთქვამენ რწმენას, რომ რუსეთი სამშვიდობო პროცესში უნდა იყოს ჩართული.

“ამ ეტაპზე, რუსეთი მიწვეული არ არის. შვეიცარია ამ საკითხში ღიაობას ყოველთვის ინარჩუნებდა. თუმცა, რუსეთს არაერთხელ ღიად უთქვამს, რომ არ არის დაინტერესებული ამ პირველი სამიტით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ სამიტის მიზანია სამშვიდობო პროცესის დაწყება.

“შვეიცარია დარწმუნებულია, რომ რუსეთი პროცესში უნდა იყოს ჩართული. რუსეთის გარეშე სამშვიდობო პროცესი წარმოუდგენელია”, – განაცხადეს უწყებაში.

15-16 ივნისს შვეიცარიაში მაღალი დონის ორდღიანი კონფერენციაზე გაიმართება, რომელიც უკრაინაში ომის დარეგულირებას მიეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები