კახა კალაძე: შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, როდესაც ამისი დრო მოვა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.

“ძალიან მალე მესამე მოსმენით მივიღებთ აღნიშნულ კანონს და თქვენთვის ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემასაც გეტყვით, ვიცი, ძალიან გაგიხარდებათ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. შემიძლია „დაგასპოილეროთ“ და გითხრათ, რომ აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, აუცილებლად გახდება საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა გაფარჩაკებული და „დაჩმორებული“, ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე. ეს მინდა იცოდეს ყველამ! საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, საქართველო არასოდეს გახდება ვინმეს ვასალი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძემ ჟურნალისტების კიტხვის საპასუხოდ ისაუბრა, არიან თუ არა აქციის მონაწილე ახალგაზრდები გარედან მართული:

„არის რადიკალების დაჯგუფება, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც კეზერაშვილის სიძე, ვინმე ჩიქოვანი, ასევე, „ფრანკლინის კლუბი“ და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, რომელიც უცხო ძალებისგან ფინანსდება და ზუსტად ყველაფერი კეთდება იმისთვის, უკვე მეორე მოსმენით არის კანონი მიღებული, რომ გამოაშკარავდეს, ვინ საიდან ფინანსდება, რა მიზნით, ეს ყველაფერი უნდა იყოს დეკლარირებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები