შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორ გერტ იან კოპმანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა კომპანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელება. კოპმანმა გამოხატა ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები