რატი იონათამიშვილი: ვნახეთ ძალიან მძიმე პროვოკაცია ადამიანების მხრიდან, როდესაც ისინი პირდაპირ ეძებდნენ აქციის ძალადობრივ განვითარებას

ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე და უხეში პროვოკაცია ამ ადამიანების მხრიდან, როდესაც ისინი პირდაპირ ეძებდნენ იმას, რომ ძალადობრივი განვითარება ჰქონოდა აქციას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„აქედანაც ჩანს, რომ რეალურად მათი მზიანი არ არის აზრის მშვიდობიანად გამოხატვა, რაც დაცულია ჩვენს ქვეყანაში, არამედ მათი მზიანია, რომ რაც შეიძლება მეტი პროვოკაცია იყოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაზიანდეს, რომ მერე ამაზე იყვირონ, მორთონ ერთი ამბავი და ამის გამო შექმნან იმის ილუზია, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში რაღაც ხდება. ეს ადამიანები მტრობენ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები