პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ

პარლამენტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელიც აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებს.

სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება კვლავ დაძაბულია.

მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მონაწილეებს მოუწოდა, რომ დაემორჩილონ კანონს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები