ირაკლი კობახიძე: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება

შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, კანონის მიღების შემთხვევაში ხომ არ ელოდება დასავლეთისგან სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ადრეც იყო შანტაჟის ენით საუბარი რევოლუციის მცდელობებთან ერთად.

„2020 წელს გვესაუბრებოდნენ შანტაჟის ენით, 2021-ში, 2022-ში, 2023-ში და შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ეს ხალხიც არის გამოცდილი და აქვს თავისი ღირსება. ამიტომ, ჩვენთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები