რუსთაველის გამზირზე საყოველთაო-სახალხო შეკრება მიმდინარეობს – პარლამენტთან ბიძინა ივანიშვილი მივიდა

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტთან საყოველთაო-სახალხო შეკრება მიმდინარეობს.

მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან 18:00 საათიდან შეიკრიბნენ. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. შეკრების სლოგანია „მამული, ენა, სარწმუნოება“.

ასევე, პარლამენტთან იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოქალაქეების წინაშე სიტყვით წარდგება.

გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები