გიორგი გაბუნია: ვხედავთ უსუსურ მცდელობას, ეს შეკრება წარმოაჩინონ ისე, თითქოს ამდენი ადამიანი ემიჯნება ევროპის გზას – ასეთი დამოკიდებულება არის თითოეული ადამიანის შეურაცხყოფა

ვხედავთ უსუსურ მცდელობას, ეს შეკრება წარმოაჩინონ ისე, თითქოს ამდენი ადამიანი ემიჯნება ევროპის გზას, თითქოს ეს არიან საჯარო მოხელეები და დავალება აქვთ მიღებული, რომ აქ მოვიდნენ. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასეთი დამოკიდებულება და შეფასება არის თითოეული ადამიანის შეურაცხყოფა. ისინი მთელი გულით და სულით არიან აქ მოსულები, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ „საზოგადოება ქართულის“ დამფუძნებელმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„უამრავი ადამიანია შეკრებილი, ყველა ვხედავთ, რამდენი ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა დღეს აქ, თბილისში. დღევანდელი შეკრება იმითაც არის განსაკუთრებული, რომ თბილისელების გარდა ჩამოსულები არიან მთელი საქართველოდან, სხვადასხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან – უამრავი ადამიანი, მეგობარი და ნაცნობი ვნახე და ძალიან გახარებული ვარ.

დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უნდა ვანახოთ ყველას, რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვტკივა ჩვენი ქვეყნის პრობლემები და სატკივარი, და ასევე, ვანახოთ ერთიანობა – სად დგას დღეს საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოების უმრავლესობა. ჩვენს მეგობრებს, მოკეთეებს და ასევე შიდა თუ გარე მტრებს, ყველას ნათლად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი პოზიცია, რომ არა და არ გვაცალეს და არ გვაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა დავალაგოთ, დავმშვიდდეთ და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე – მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ხელოვნების განვითარებაზე, ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს წინსვლა, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე.

ეს დღეები ვხედავთ უსუსურ მცდელობას, ეს შეკრება წარმოაჩინონ ისე, თითქოს ამდენი ადამიანი ემიჯნება ევროპის გზას, თითქოს ეს არიან საჯარო მოხელეები და დავალება აქვთ მიღებული, რომ აქ მოვიდნენ. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასეთი დამოკიდებულება და შეფასება არის თითოეული ადამიანის შეურაცხყოფა. ისინი მთელი გულით და სულით არიან აქ მოსულები, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. როდესაც გიყვარს შენი ქვეყანა, ვალდებული ვარ, შენი საზოგადოებრივი პოზიცია დააფიქსირო. მრავალი ამბის მნახველია რუსთაველის გამზირი, მრავალჯერ ჩაუბარებიათ ქართველებს ტესტი, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვის გზაზე მრავალი დაბრკოლება გვინახავს და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ვინმეს გავუნაწილოთ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები