იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანა წითლიძეც გააძევეს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძესაც დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ.

მანამდე, ანრი ოხანაშვილმა დარბაზი დაატოვებინა ოპოზიციონერ დეპუტატებს – გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, სალომე სამადაშვილს, თამარ კორძაიას, თაკო ჩარკვიანსა და ქეთევან თურაზაშვილს.

კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები