ირაკლი ქადაგიშვილი: პროვოკაციის წყურვილი იმდენად დიდი იყო, პირველად ვნახეთ შემთხვევა, როდესაც აქცია ცდილობს, სხვისი ტრიბუნა დაიკავოს

მიტინგების დაახლოებით 40-წლიანი გამოცდილება მაქვს და პროვოკაციის წყურვილი გუშინ იმდენად დიდი იყო, პირველად ვნახეთ შემთხვევა, როდესაც აქცია ცდილობს, სხვისი ტრიბუნა დაიკავოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ეს არც აქციის წესში ჯდება და არც ზოგადად ქცევის წესში. მიზეზი იყო ის, რომ დაინახეს, აქცია ვერანაირ ლოგიკურ მიზანს ვერ აღწევდა, აქედან გამომდინარე, იფიქრეს პროვოკაციის მოწყობა. პროვოკაცია მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მუხტს სხვანაირად ვერ ინარჩუნებენ. პროვოკაცია, დაპირისპირება, პოლიციის გამოწვევა, კონფლიქტის გამოწვევა არის მათი მიზანი. აქ რამდენიმე საკითხი მუშაობს. ერთი ის საკითხი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გამწვავებულმა აქციამ ხალხში გამოიწვიოს მღელვარება, საერთაშორისო შეფასებები დამძიმდეს ამასთან დაკავშირებით და ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ადამიანებს აქვთ ქვეცნობიერი კომპლექსი და უნდათ, რომ 7 ნოემბერი და 26 მაისი რამენაირად განმეორდეს. უპირველესად, ციფრებით აპელირებას ნუ ეცდებით, იმიტომ, რომ, საბოლოოდ, დაუმონტაჟებელი სურათის დათვლა ტექნიკური თვალსაზრისით არის ძალიან ადვილი. ამას ჩვენ სპეციალურად არ ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, მაგ ციფრებით ასე ადვილად ნუ აპელირებთ. ამ ციფრებით თქვენ მანიპულირებთ ადამიანებით“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ ღამით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენაზე ასვლა სცადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები