ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციას: სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება და ოპოზიციას მოუწოდა, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოსდა დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი.

„დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, სხდომის ჩატარებას ნუ უშლიან ხელს.
„გაფრთხილებთ, ხელს ნუ შეუშლით სხდომის ჩატარებას. ქალბატონ თინას, ისევე როგორც სხვებს, აქვს 2-წუთიანი რეგლამენტი,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები