გურამ მაჭარაშვილი: საკითხი უკვე დგას იმ პრინციპზე, რომ საქართველო უნდა შედგეს, როგორც სუვერენული ქვეყანა თუ არ უნდა შედეგს

საკითხი უკვე დგას იმ პრინციპზე, რომ საქართველო უნდა შედგეს, როგორც სუვერენული ქვეყანა თუ არ უნდა შედეგს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის] მეორე მოსმენის დროსაც, ჩვენ ვიქნებით პრინციპულები, საქართველოს საზოგადოება იქნება პრინციპული, რომ უკვე ამჯერად მუხლობრივად გავაგებინოთ საქართველოს საზოგადოებას, რომ ეს კანონი არის გამჭვირვალობისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, არა მუხლობრივად, არამედ შინაარსში შემოსვლაც არ უნდა ოპოზიციას. ესეც იმის დასტურია, რომ ე.ი. შავ-ბნელი საქმეებისთვის სჭირდებათ ეს ფული, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი იმის, რაც უცხოეთიდან ირიცხება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები