გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ხელისუფლებისა და სუვერენიტეტის ასი ათასობით და მილიონობით მხარდამჭერს რუსებს და მოღალატეებს უწოდებენ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების რიცხვი შემცირდება

„29 აპრილს არის საერთო-სახალხო შეკრება, იმათი, ვისაც საქართველოს სუვერენიტეტზე გული შესტკივა. სამწუხაროდ, უცხოეთის ზოგიერთი ძალებიდან პირდაპირი მოთხოვნაა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დათმოს”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 
მისი თქმით, 29 აპრილს საზოგადოების ყველა ფენა შეიკრიბება და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იქ იქნება.
„აქ გამჭვირვალობის კანონზე აღარ არის მხოლოდ საუბარი, საუბარია სუვერენიტეტის შეზღუდვაზე. ამიტომ, 29 აპრილს საზოგადოების ყველა ფენა იქნება წარმოდგენილი და ვნახავთ, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იქ შეიკრიბება.
რაც შეეხება საჯარო მოხელეებსა თუ არა საჯაროებს, ხელოვანებს თუ არახელოვანებს, რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით ჩვენ ამ სეგრეგაციას არ მივმართავთ. რადიკალებისთვის საჯარო მოხელე თუ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერია, მაშინ გმირია, ხოლო თუ ხელისუფლების მხარდამჭერია, რუსია. ასეთი წარმოდგენა რომ აქვთ, ამიტომ აქვთ, ზოგადად, პრობლემა. როდესაც ხელისუფლებისა და სუვერენიტეტის ასი ათასობით და მილიონობით მხარდამჭერს რუსებს და მოღალატეებს უწოდებენ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების რიცხვი შემცირდება. პარალელურად კი გაიზრდება საქართველოს დამოუკიდებლობის მომთხოვნელთა რიცხვი.”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები