რუსი ოკუპანტების მიერ 22 აპრილს ხარკოვის სატელევიზიო ანძაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ქალაქში მაუწყებლობაა შეწყვეტილი.
ამის შესახებ საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
ოკუპანტებმა ანძას Х-59 ტიპის რაკეტა ესროლეს.
“რაკეტის მოხვედრამდე ანძის სიმაღლე 250 მეტრს შეადგენდა. დარტყმა 140 მეტრის სიმაღლეზეა მიტანილი. დაზიანებულია ტექნიკური შენობა. სპეციალისტები აანალიზებენ დაზიანების ხარისხს”,- დაწერა მან ტელეგრამში.
სინეგუბოვმა დააზუსტა, რომ ხარკოვის მაცხოვრებლებს საკაბელო ტელევიზიით სარგებლობა შეუძლიათ. მისივე თქმით, რადიო, ინტერნეტი და მობილური კავშირი ასევე მუშაობს.