ორბანი ვარაუდობს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, 2025 წლის ბოლოს დასრულდეს

უკრაინაში ომი შესაძლოა, 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდეს, თუ 2024 წელს ევროპარლამენტში ივნისის არჩევნებსა და აშშ-ის პრეზიდენტის ნოემბრის არჩევნებში ისეთი კანდიდატები გაიმარჯვებენ, რომლებიც მშვიდობას და არა ომს უჭერენ მხარს.

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროა რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელების მხარდამჭერთა შეჩერება.

ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ისეთი ძალების გამარჯვების შემთხვევაში, რომლებიც მშვიდობის მომხრენი არიან, “ევროპაში სამხედრო გადაწყვეტილებები შესაძლოა, შენელდეს, გაჩერდეს ან შესაძლოა, გაუქმდეს კიდეც”.

“კიდევ ერთი არჩევნებია მოსალოდნელი ამერიკაში, სადაც ერთი კანდიდატი ომის მომხრეა, ხოლო მეორე – მშვიდობის. თუ მშვიდობისმოყვარული კანდიდატი გაიმარჯვებს, ამერიკის მხარდაჭერას მივიღებთ”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები