საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გენერლის მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.