სოფელ მოძვში გზის საფარი ეწყობა

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ჯალაურთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მოძვში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსს გიორგი შაორშაძესთან ერთად.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

,,სოფელი მოძვი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია, გამართული ინფრასტრუქტურა კი მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საუბნო გზების მოწესრიგება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა სოფელში განხორციელდება“-აცხადებს ლევან ივანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები