რეგიონული ტურნირი კალათბურთში, ნიკოლოზ ცქიტიშვილის თასი დასრულდა

რეგიონული ტურნირი კალათბურთში-ნიკოლოზ ცქიტიშვილის თასი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს საჩხერისა და ხარაგაულის გუნდები შეხვდნენ. თამაში საჩხერის სასარგებლოდ 67: 57 დასრულდა.
პირველი ადგილი საჩხერეს, მეორე ხარაგაულს, ხოლო მესამე ქუთაისის გუნდებმა დაიკავეს. გამოვლინდნენ საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები:
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე- ზვიად ყიფშიძე (საჩხერე)
საუკეთესო მცველი- დავით არევაძე (ხარაგაული)
საუკეთესო შემტევი- გოგა რაზმაძე (საჩხერე)
საუკეთესო ცენტრი – ნიკოლოზ ჭიღლაძე (საჩხერე)
საუკეთესო მწვრთნელი – ბექა ბანცაძე (ხარაგაული)
ტურნირის აღმოჩენა – ლუკა კოხოძე (ბაღდათი)
გამოვლინდა სამქულიანების კონკურსში გამარჯვებული ზურაბ საცერაძე (ქუთაისი).
პრიზები გადაეცათ მსაჯებს: ვაჟა კვარაცხელია, გეგა ხვედელიძე, მურადი ფარქოსაძე, სასპორტო სკოლას, ქუთაისის ფედერაციას, ჭორვილის საჯარო სკოლას.
ლევან ივანაშვილმა ნიკოლოზ ცქიტიშვილს სპეციალურად მისთვის დამზადებული პრიზი და წიგნი „საქმემან შენმან“ სპორტული წარმატებებით საქართველოს პრესტიჟის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცა.
ძალოსანმა აკაკი ტალახაძემ დააწესა პრიზი, რომელიც საუკეთესო მოთამაშეს გადაეცა, ხოლო ფიტნეს კლუბ „კობჯის“ დამაარსებელმა კობა ჯაფარიძემ აბონემენტი საჩუქრად თაზო ცერცვაძეს გადასცა.
გამარჯვებულები და ნომინანტები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, მისმა მოადგილემ ოთარ ომიაძემ და კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ცქიტიშვილის თასი საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ დაარსა და წელს პირველად გაიმართა. მონაწილეობას 8 გუნდი იღებდა. თამაშებს ჭორვილის საჯარო სკოლა მასპინძლობდა.
ტურნირს სპორტული ცეკვებით აფორმებდა სტუდია „ელეგანტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები