თელავში ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თელავის ცენტალურ ქუჩაზე, “ძველ ბაღში” ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მოეწყო ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
პარალელურად გაიმართა კონკურსი “თავისუფალი მხატვრობა”, რომელშიც მონაწილეობას სამხატვრო
სკოლის მოსწავლეების გარდა, სხვა დაინტერესებული პირებიც იღებდნენ.

სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტები თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 500
ლარიანი საპრიზო ვაუჩერით დააჯილდოვა.

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად,
თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მისი მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები