აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის გამო, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები 16 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესდა, რომლებიც ირანის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფდნენ.
ამასთან, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანამ სანქციები ირანთან დაკავშირებულ 600-ზე მეტ ბიზნესსუბიექტს დაუწესა.
სანქციების სამიზნეში მოექცა ირანის ავტომწარმოებელი კომპანიის, Bahman Group-ის სამი შვილობილი კომპანია, რომლებიც, სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ.