ვაკეში, ცხვედაძისა და ტაბიძის ქუჩებზე ორმხრივი სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში არის გადაყვანილი.
ადგილზე, ამ დროისთვის, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
“კვირა” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.