კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე, შირაქის ველთან მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი დაეჯახა.
დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის ორი მგზავრი, 35 და 37 წლის და-ძმა.
მესამე მგზავრი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.