თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – თემქაზე ერთმანეთს მოპედი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.