თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაცია იმყოფება. კომიტეტის წევრებს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები