დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 10 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I, II კვარტლების, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას, ჭიაურელის, მიხეილ ბერძენიშვილის, გიორგი ტერევერკოს, იუნკერ შალვა ერისთავის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის, აკაკი ბელიაშვილისა და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ბალანჩინისა და ბოცვაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, კორინთას, რამაზ შენგელიას, მარკ ბრონშტეინის, ქერჩის, კარლო მორეტის, გმირ კურსანტთა, ტაბიძისა და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გელოვანის, თოფურიძე ვალენტინის, გაბაშვილის, მაჭავარიანის, მუხრანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი თხინვალას, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ავთო ვარაზისა და ფერმწერთა ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ელიზბარ მინდელის, ზურაბ ანჯაფარიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, შავგულიძისა და ერმილე ბედიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ცაცხვების დასახლების, ნუცუბიძის, ნიკოლოზ დგებუაძის, ივანე გვარამაძის, მზია ერისთავის, ლეო კვაჭაძისა და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, სულხან ცინცაძის, ბახტრიონისა და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილურიძის, სვერის, ავთანდილ ღოღობერიძის, ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ლომთათიძის, ქსოვრელის, თმოგვის, დიდი ჯიხაიშის, დაისის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის, ჯავისა და მუხრანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელისა და წიწამურის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხევსურეთის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმისა და დოლაბაურის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პირველი ხეივნის, დიდი ხეივნის, ბადაგის, ვლადიმერ წითლანაძისა და საბატონოს ქუჩების მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები