რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში, სადაც სამი დღის წინ კაშხალი გაირღვა, სოფელ ლესოტორგოვიში გარღვევის ახალი ფაქტი მოხდა.
ამის შესახებ „ტასს“ წერს.
აღნიშნულია, რომ წყალი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სოფლის მოსახლეობის საგანგებო ევაკუაცია მიმდინარეობს.
ქალაქის ხელმძღვანელობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ორკსში კაშხალი პირველად 5 აპრილს გაირღვა.
8 აპრილის მდგომარეობით, დატბორილია 6987 სახლი.
ორსკსა და ორენბურგის ოლქში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.