„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ლატვიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს, სოლვიტა აბოლტინიას შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში სამომავლო ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხში ლატვიასთან თანამშრომლობას და ამ კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. სოლვიტა აბოლტინიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ასევე საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც წელს, ისე 2015 წლისთვის, როცა ლატვია ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარეობას გადაიბარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და მათ შორის საქართველო ლატვიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. ამას გარდა შეხვედრაზე ხაზი გაესვა ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაღრმავების აუცილებლობას.
მხარეებმა წელს დაგეგმილი მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებიც განიხილეს. ისაუბრეს სხვადასხვა სფეროებში ექსპერტების გაცვლის შესაძლებლობებასა და ერობრივი პროექტების განხორციელებაზე სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში.