სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები წესრიგდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომში, მე-8 უბანში
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა წესრიგდება.
ცენტრალური ხელისუფლების
მხარდაჭერით მიმდინარე
საგზაო ინფრასტრუქტურის
სამუშაოები დღეს
მუნიციპალიტეტის მერმა,
დავით ბახტაძემ
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად
დაათვალიერა.
,,გომის თემში
წელს მასშტაბურ სამუშაოებს
ვახორციელებთ. საგზაო
ინფრასტრუქტურის მოწყობა
კვლავ პრიორიტეტულ
საკითხად რჩება და გომის
თემის მსგავსად ის სხვა
ლოკაციებზეც
განხორციელდება. პრობლემის
მოგვარებით ადგილობრივ
მოსახლეობას კომფორტულად
გადაადგილების საშუალება
ექნებათ”, – აცხადებს დავით ბახტაძე.
მუნიციპალიტეტის მერთან
ერთად, დღეს სამუშაოების
მიმდინარეობას
აკვირდებოდა მერის
წარმომადგენელი გომის
ადმინისტრაციულ ერთეულში,
მერის წარმომადგენელი ზაზა
ნიკოლეიშვილი და
საკრებულოს დეპუტატი ჯონი
თევზაძე.