ქარელის მერია: საციხურში გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ საციხურში დაათვალიერეს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოჭრა-მოსწორება.
პროექტის ფარგლებში გზის ასფალტირება განხორციელდება სამი მიმართულებით. სულ დაიგება 2,3 კილომეტრი ასფალტის საფარი.
სამუშაოები სრულდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს შპს „ჰედეფ ჯორჯია“.