საჩხერეში გამწვანების აქცია მოეწყო
ქალაქ საჩხერეში დეკორატიული შინდის, კომპაქტური ტუიასა და წყავის ნარგავები დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ა(ა).ი.პ. ,,ზურმუხტის“ თანამშრომლებმა.
,,მნიშვნელოვანია ასეთი აქციების მოწყობა. დღეს დაირგო დეკორატიული მცენარეები. სამომავლოდ კიდევ დაიგეგმება გამწვანების აქციები, როგორც ქ. საჩხერეში, ასევე, სოფლების ტერიტორიაზეც. მთავარია, გავუფრთხილდეთ ნარგავებს და არ მოხდეს მათი დაზიანება-განადგურება“, – აცხადებს ლევან ივანაშვილი.