ჩრდილოეთ კორეამ ახალი საშუალო და შორი მანძილის ჰიპერბგერითი ქობინის მატარებელი რაკეტა Hwasongpo-16B წარმატებით გამოსცადა.
ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) იტყობინება და აღნიშნავს, რომ გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა.
KCNA-ს ცნობით, ტესტები ჩატარდა რაკეტის მახასიათებლების დასადასტურებლად.
გამოცდის შედეგების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სარაკეტო ინდუსტრიის წარმატებები, რომლებიც გამოვლინდა გაშვების დროს, არის “თავდაცვის სფეროში კვლევისა და განვითარების ათწლეულების ბრძოლის შედეგი”.