ნიდერლანდები ლიეტუვაში ზაფხულში Patriot-ის სისტემებს განათავსებს
ნიდერლანდები ამ ზაფხულს ლიეტუვაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს განათავსებს.
ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
სისტემები ქვეყანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლებისთვის იქნება განლაგებული.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდელ კოლეგებს ამ გადაწყვეტილების გამო.