რომელ ქუჩებს შეეზღუდებათ ენერგიის მიწოდება 29 მარტს?
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს – 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება:
კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, დადიანის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.