მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები

“ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები და ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოური გავლენები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც გამოწვევაა.

„ის, რაც საფრანგეთში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოური გავლენები გამოწვევაა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც გავლენების საკითხი განიხილება. ევროკომისიაც მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე. რასაც ვსაუბრობდით და რაზეც გვინდოდა გაგვეკეთებინა აქცენტი, მოქალაქეების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხოური გავლენების შესახებ, აქტუალურია ევროპული ქვეყნებისთვისაც. იცით, საქართველოში როგორი განვითარება ჰქონდა ამ საკითხს, სპეკულაცია მოხდა ამ თემით და „რუსული კანონით”, რაც აბსოლუტურად არარელევანტური იყო. საკითხი არის მნიშვნელოვანი ევროპის ქვეყნებისთვის და ამაზე მსჯელობენ.

ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები და ჩარევა და ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები