„ქალები ახლებს გააჩენენ“ – რას ნიშნავს ეს ფრაზა და რატომ მიეწერება ჟუკოვს

გამონათქვამი – „ქალები ახლებს გააჩენენ“ – ყველასთვის საბჭოთა მარშალთან, გეორგი ჟუკოვთან ასოცირდება, მაგრამ მართლა თქვა მარშალმა ეს თუ, უბრალოდ, სხვის სიტყვებს მიაწერენ?

როგორც აღმოჩნდა, ეს ფრაზა ჟუკოვს რეალურ ცხოვრებაში არასდროს უთქვამს. ეს სიტყვები ჟუკოვმა რუსი მწერლის, მიხაილ ველერის მოთხრობაში – „ტრიბუნალი“ – თქვა. პირველად ის 2001 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „Огонек-ში“.

მწერალი მიხაილ ველერი

მოთხრობაში ჟუკოვი სამხედრო ტრიბუნალის ხელმძღვანელია, რომელიც ე.წ. დეკაბრისტებს ასამართლებს. საბჭოთა მარშალი მეამბოხე დიდებულებს ცარიზმის წინააღმდეგ აჯანყების ცუდად ორგანიზებისთვის საყვედურობს… და სწორედ აქ ამბობს ლეგენდარულ ფრაზას, რომელიც სრულ კონტექსტში ასე ჟღერს:

„ჯარისკაცო, ქალები ახლებს (იგულისხმება ახალი შვილები) გაგიჩენენ. რუსეთი დიდია. მოგკლავდი საქმისთვის – არ მენანები. ოპერაცია უნიჭოდ ჩაფლავდა, დანაშაულებრივად!“

ასე მიმართავს ჟუკოვი ბესტრეჟევ-რიუმინს, რომელსაც ჩამოხრჩობა უნდა მიუსაჯოს. დიახ, ზუსტად ველერმა გახადა ეს ფრაზა ცნობილი, მაგრამ ის მასაც არ მოუგონია. აღნიშნული ფრაზა მანამდე ნახსენებია მაქსიმ სოკოლოვის სტატიაში, რომელიც 1996 წლის ნოემბერში „კომერსანტში“ გამოქვეყნდა, სადაც ეწერა:

ილუსტრაცია მოთხრობისთვის – „ტრიბუნალი“
„ჟუკოვი ამ საკითხში არანაკლებ გენიალური იყო, ვიდრე ნაპოლეონი. ის არ ზრუნავდა თავისი ჯარისკაცების შენარჩუნებაზე. „ომი ყველაფერს ჩამოწერს“ – ეს იგივეა, რაც „ქალები ახლებს გააჩენენ“.

როგორ გავრცელდა სიყალბე

მაშინ სოკოლოვის ეს ფრაზა შეუმჩნეველი დარჩა. ხალხმა მისი შინაარსი მხოლოდ მას შემდეგ აიტაცა, რაც ის ველერმა გააჟღერა. 2001 წლიდან სწორედ ამ ფრაზას იყენებდა ყველა: მწერლები, ჟურნალისტები და ბლოგერები.

ველერი სიყალბის გავრცელებაში არავის დაუდანაშაულებია. ის ხომ მეცნიერი არ არის… ის მწერალია, რომელიც პასუხს არ აგებს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მკითხველები მის შემოქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები