საფრანგეთის მუზეუმიდან 4 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს
უცნობმა პირებმა საფრანგეთში, რენე ლალიკის საიუველირო მუზეუმიდან 4 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს,- ამის შესახებ ფრანგული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ძარცვა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5:30 საათზე მოხდა. გამოცემის წყაროს ცნობით, რამდენიმე მამაკაცმა კარი შეამტვრია და ექვსი საიუველირო ვიტრინა გაანაადგურა. საერთო ჯამში, ქურდებმა 20 ცალი ბროლის სამკაული მოიპარეს.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ კიდევ დგინდება. წყარომ აღნიშნა, რომ ქურდები, როგორც ჩანს, „კარგად იყვნენ ინფორმირებულნი“ იმის შესახებ, თუ რომელი ნივთები იყო ყველაზე ღირებული.
ამჟამად პოლიცია ვიდეოკამერის ჩანაწერებს ათვალიერებს. მუზეუმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ძარცვის გამო, გამოფენა მომდევნო დღეებში ვიზიტორებისთვის დაიხურება.
მუზეუმი, რომელიც ფრანგ იუველირსა და მხატვარს, რენე ლალიკს ეძღვნება, 2011 წელს გაიხსნა. მედიის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში პარიზში ლუვრის ძარცვის შემდეგ, მუზეუმი „განსაკუთრებული ინტერესის ობიექტად“ გამოცხადდა.