დავიწყებული ქალები, რომლებმაც ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს

ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქალებს და კაცებს თანაბარი წარმატებით რომ არ ეძლეოდათ საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა, ეს, ალბათ, საკამათოც არავისთვისაა. ვინ იცის, რამდენ ქალს შეეძლო, შეეცვალა ისტორია, მაგრამ ამის საშუალება ფიზიკურად არ მისცემია. არიან ისეთი იღბლიანი ქალებიც, რომლებმაც ეს არსებულ პირობებშიც კი მოახერხეს, თუმცა ისტორიამ, უფრო სწორად, საზოგადოებამ ისინი, თითქოს, მიივიწყა. დღეს რამდენიმე მათგანს გაგახსენებთ.

ჟანა ბარე – ბოტანიკოსი, მოგზაური, მკვლევარი

Women Explorers: Jeanne Baret

ჟანა ბარე იყო ლუი ანტუან დე ბუგენვილის ექსპედიციის წევრი გემებზე: La Boudeuse და Étoile (1766–1769 წლებში). ბარე აღიარებულია, როგორც პირველი ქალი, რომელმაც დაასრულა მოგზაურობა დედამიწის გარშემო. ის ექსპედიციას მამაკაცად გადაცმული შეუერთდა.

მოგზაურობის განმავლობაში, იგი აგროვებდა და სწავლობდა მცენარეთა ნიმუშებს. ითვლება, რომ ბარემ აღმოაჩინა უცნაური, ახალი ვაზი, რომელიც მორთული იყო ღია ვარდისფერი და მეწამული ყვავილებით. მისი გემზე ყოფნის პერიოდში გამჟღავნდა, რომ ის ქალი გახლდათ. როცა ეს მოხდა, ქალი კუნძულ მავრიკიაზე ჩამოსვეს. საფრანგეთში 10 წლის შემდეგ დაბრუნდა და მთავრობამ ბოტანიკაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

 

ანიტე – ბერძენი პოეტი

Анита Тегейская. Поэтесса

ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი ანიტე თეგეადან იყო (ძვ. წ. III საუკუნე). ის გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ყველაზე ადრე წერდა, ძირითადად, რეალური სამყაროს და არა – ზებუნებრივის შესახებ. ანიტე ფოკუსირებული იყო ფლორასა და ფაუნაზე და არა – ღმერთებზე. ის, ასევე, ცნობილი იყო ეპიტაფიებით, რომელთაგან ბევრი იუმორისტული ხასიათის გახლდათ.

საიდა ალ ჰურა – ტეტუანის მმართველი 1515–1542 წლებში და მეკობრეების ლიდერი მე-16 საუკუნის დასაწყისში

თქვა ალ-ჰურამ. ტეტუანის დედოფალი

საიდა ალ ჰურა სულთან აჰმად იბნ მუჰამედის ცოლი იყო. იგი ისლამური დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალ ფიგურად ითვლება. Sayyida al Hurra – სახელი, რომელიც მას შეარქვეს –  ნიშნავს კეთილშობილ ქალბატონს, რომელიც არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ქედს არ უხრის ზემდგომ ხელისუფლებას. გარდა ამისა, ის გახლდათ ლეგენდარული მეკობრე, რომელიც დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის დიდ ნაწილს ატერორებდა.

აფრა ბენი – დრამატურგი, რომანისტი, პოეტი და მთავრობის ჯაშუში

The Best Plays of Aphra Behn | Must-Read Playwrights

მე-17 საუკუნის დრამატურგი, რომანისტი, პოეტი და სამთავრობო ჯაშუში აფრა ბენი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო ინგლისში, რომელიც პროფესიონალი მწერალი გახდა. მისი ნამუშევრები ხშირად ღიად ეროტიკული ხასიათის იყო. ინგლის-ჰოლანდიის ომის დროს აფრა ბენი ფარულ დავალებებს ასრულებდა ჩარლზ II-სთვის.

კაროლინა ჰერშელი – ასტრონომი

8 Facts About Pioneering Astronomer Caroline Herschel | Mental Floss

კაროლინა ჰერშელი გერმანული წარმოშობის ბრიტანელი ასტრონომია. მის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად რამდენიმე კომეტის აღმოჩენა მიიჩნევა. მათ შორის იყო პერიოდული კომეტა 35P/ჰერშელ-რიგოლე, რომელიც მის სახელს ატარებს. მისი უფროსი ძმა გახლდათ ასტრონომი უილიამ ჰერშელი, რომელთან ერთადაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა.

ის იყო პირველი ქალი, რომელიც ხელფასს იღებდა, როგორც მეცნიერი. ასევე, იყო პირველი ქალი ინგლისში, რომელსაც მთავრობაში თანამდებობა ეკავა. ამას გარდა, ჰერშელი გახლდათ პირველი ქალი, რომელმაც სამეცნიერო აღმოჩენების შესახებ სტატია სამეფო საზოგადოების ჟურნალ Philosophical Transactions-ში გამოაქვეყნა. 1828 წელს მიიღო სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ოქროს მედალი, 1835 წელს გახდა სამეფო ასტრონომიული საზოგადოების საპატიო წევრი. 1846 წელს, მის 96-ე დაბადების დღეზე პრუსიის მეფემ ჰერშელს, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის, ოქროს მედალი გადასცა.

ფანი ფერმერი – კულინარიის ექსპერტი

How Fannie Farmer revolutionized cookbooks

ფანი ფერმერს ხშირად კულინარიის დედას უწოდებენ. ის გახლდათ პირველი ქალი, რომელმაც კულინარიული წიგნებით ფული იშოვა. მისი წიგნები მე-19 საუკუნეშიც პოპულარული იყო და დღესაც იბეჭდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები