ხონში, სოფელ კუხში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 75 წლის მამაკაცი შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.