თემქაზე, “ლიბერთი ბანკის” ფილიალთან მამაკაცმა მამაკაცი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ბანკში დაიწყო. კერძოდ, მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა. ამის შემდეგ, დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
“კვირას” ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.