ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რიო-დე-ჟანიეროს და ესპირიტუ-სანტუს შტატებში გადაუღებელი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ათასობით მოქალაქემ საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა.
მედიის ინფორმაციით, 5 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, განადგურდა 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
მაშველები ესპირიტუ-სანტუსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში ჩარჩენილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული.