გამსახურდია – ზურაბიშვილზე: ძალიან ბევრ ავანტიურისტულ ნაბიჯს გადადგამს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ
ძალიან ბევრ ავანტიურისტულ ნაბიჯს გადადგამს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ყველანაირად შეეცდება ეს ქალი თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს. არაპროგნოზირებადი ადამიანია სამწუხაროდ, მაგრამ ყველანაირად შეეცდებოდა, რომ მაქსიმალური ზარალი მიაყენოს ქვეყანას“, – განმარტა გამსახურდიამ.