უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონის თავზე RM-70 Vampire-ის სისტემიდან გასროლილი 10 რაკეტაა მოგერიებული.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ეს სისტემა, გასული კვირის დასაწყისიდან, ბელგოროდის დაბომბვისთვის გამოიყენება.
მანამდე, ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ქალაქსა და ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო საფრთხის შესახებ განაცხადა. განგაში მალევე შეწყდა.
თუმცა, ადგილობრივ სოციალურ ქსელებში იერიშის ამსახველი ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს დაზიანებული მაღალსართულიანი კორპუსები.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაზიანებებია სპორტივნაიას, გორკის, გუბკინისა და ესენინის რაიონებში.