ვიქტორიანული ინგლისის მეორე მხარე
მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისი სიმდიდრით იყო ცნობილი, მაგრამ ამ კეთილდღეობას ყველა არ იზიარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა გახლდათ, ბევრი უბანი, განსაკუთრებით კი, ლონდონში ძალიან ღარიბული იყო. 1800-იანი წლების ბოლოს ლონდონელების, დაახლოებით, 35% სიღარიბეში ცხოვრობდა.
ქუჩები წყლითა და ჭუჭყით სქელი ფენით იყო დაფარული. ირგვლივ ნაგავი ეყარა და ჰაერსაც საშინელი სუნი ასდიოდა.
ლონდონის ღარიბებისთვის ცხოვრება რთული იყო. ბევრი მათგანი დაავადდა და გარდაიცვალა ისეთი დაავადებებით, როგორიც ქოლერა გახლდათ. ქარხნები, სადაც ხალხი მუშაობდა, ავარიული იყო და ხშირად ინგრეოდა, რის გამოც მუშახელი რეგულარულად იღუპებოდა.