ოდესაში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა – 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა (ფოტო)

უკრაინაში, ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე, დაშავებულების კი 46-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ მედია ოლქის გუბერნატორ, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით იტყობინება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები, მედიკოსი და მაშველი, დაშავებულებს შორის კი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელია.

სახელმწიფო მაუწყებელ Suspilne-ის ცნობით, რეგიონში ხვალ გლოვის დღეა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები